ახალი ამბები

შევარდნაძე მთავრობას აკრიტიკებს

(თბილისი, 23 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი უარყოფითად აფასებს მთავრობის მუშაობას და აცხადებს, რომ ბიუჯეტის სეკვესტრი ანარეკლია ამ მუშაობის.

“როგორც მუშაობს მთავრობა, ისე სრულდება ბიუჯეტი. ეს ნათლად ჩანს სავალუტო ფონდის დებულებაში ბიუჯეტის სეკვესტრის განხორციელების შესახებ. მე არ ვაპირებ სავალუტო ფონდის არცერთი დებულების უგულვებელყოფას”, – განაცხადა დღეს სახელწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს მუშაობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.

Back to top button