
გაერო ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს მიესალმება
(თბილისი, 23 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებებზე 21-22 ივლისს აფხაზურმა და ქართულმა მხარეებმა კონფლიქტის მოგვარების საქმეში კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.
გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის უმაღლესი დონის შეხვედრაზე ჟენევაში მონაწილეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის, დევნილთა დაბრუნების, პოლიტიკური და უსაფრხოების საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ქართულ მხარეს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე წარმოადგენდა, აფხაზურ მხარეს – დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, რუსულ მხარეს – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტ პუტინის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეებში ვალერი ლოშჩინინი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროში საქართველოს ელჩი რევაზ ადამია.
ჟენევის შეხვედრის დასრულების შემდეგ მალხაზ კაკაბაძე და სერგეი შამბა არაოფიციალურ შეხვედრებს ლონდონშიც გამართავენ 23-24 ივლისს.