ახალი ამბები

ცსკო-ს თაობაზე საბოლოო კონსულტაციები დღეს გაიმართება

(თბილისი, 23 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საპარლამენტო ფრაქციების ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსადმი აშშ-ის ადმინისტრაციის საარჩევნო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის საბოლოო ვერსიას შეიმუშავებენ.

“აღორძინებისა” და “მრეწველთა” ფრაქციები, შესაბამისად, ოთხ და ორ ადგილს ითხოვენ საარჩევნო კომისიაში მაშინ, როცა დანარჩენ შვიდ ოპოზიციურ პარტიას სურს ცხრავე პარტიამ თანაბრად გაინაწოლოს ადგილები – თითო ადგილი თითო ოპოზიციურ პარტიას.

22 ივლისს გამართულ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე დეპუტატებმა ვერ შეძლეს კენჭი ეყარათ საარჩევნო კოდექსისათვის.

პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე შიშობს, რომ თუ საარჩევნო კოდექსი არ იქნება მიღებული უახლოეს დღეებში, მაშინ ახალი კოდექსის მიღებამ შეიძლება აზრი დაკარგოს, რადგანაც “ძალიან ცოტა დრო რჩება 2 ნოემბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე”.   

დეპუტატები 22 ივლისს შეთანხმდნენ, რომ დღევანდელი კონსულტაციები უკანასკნელი იქნება და შეთანხმების მიუღწევლობის მიუხედავად, 23 ივლისს პარლამენტი მაინც უყრის კენჭს ცსკო-ს დაკომპლექტების საკითხს.

Back to top button