
აღორძინება არჩევნების ბოიკოტით იმუქრება
(თბილისი, 22 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის 22 ივლისის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას საპარლამენტო ფრაქცია აღორძინების თავჯდომარემ ჯემალ გოგიტიძემ განაცხადა, რომ “აღორძინება” ბოიკოტს გამოუცხადებს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს, თუ აშშ-ის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო მითითებები იქნება შესრულებული. “აღორძინება” 4 ადგილს მოითხოვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მაშინ როცა სხვა ოპოზიციური პარტიები, გარდა მრეწველთა პარტიისა, რომელიც 2 ადგილს მოითხოვს, თანახმა არიან თითო-თითო ადგილზე, როგორც აშშ-ის მთავრობის რეკომენდაციებშია მითითებული. “აღორძინების” უარი არჩევნებში მონაწილეობაზე ნიშნავს, რომ მთლიანად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს. “ამ შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ დადგება”, – განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ. სახელისუფლებო ალიანსის წარმომადგენელმა ვიტალი ხაზარაძემ სახელისუფლებო პარტიების პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ საარჩევნო კოდექსს, სანამ ოპოზიციური პარტიები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას.