ახალი ამბები

სახელმწიფო კანცელარიას სტრატეგიული პარტნიორის შენარჩუნება სურს

(თბილისი, 22 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო კანცელარიაში დღეს ამერიკული კომპანია “ეი-ი-ეს თელასსა” და რუსეთის გაერთიანებული ენერგოქსელებს შორის “თელასის” აქციების მიყიდვის შესახებ შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე იმსჯელეს.

“კომპანიას საკუთარ მფლობელობაში აქციათა 75% გააჩნია და მისი გაყიდვის სრული უფლება აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ ამ კომპანიას შევუწყოთ ხელი, რომ გააგრძელოს ბიზნესი საქართველოში” – განაცხადა 22 ივლისს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აკაკი ზოიძემ.

ამასვე ადასტურებს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა და აცხადებს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოხდეს სტრატეგიული პარტნიორის შენარჩუნება.

მინისტრივთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, ამ ორ კომპანიას შორის რა სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკულ კომპანია “ეი-ი-ეს”-სა და რუსულ ენერგოკომპანიას შორის მოლაპარაკებები სწორედ 75% აქციების მიყიდვაზე მიმდინარეობს, თუმცა ჯერ-ჯერობით ამის შესახებ ინფორმაციას არც კომპანიაში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ “ეი-ი-ესი” საქართველოდან წასვლას არ აპირებს.

Back to top button