ახალი ამბები

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სსფ-ის რეკომენდაციებს

(თბილისი, 14 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც ბიუჯეტის სეკვესტრს ითვალისწინებს. რეკომენდაციები განსახილველად პარლამენტს გადაეცემა.

“ბიუჯეტის პარამეტრების შემცირება ძალიან მტკივნეული ღონისძიებაა, მაგრამ უნდა განხორციელდეს და იმდენი უნდა დაიხარჯოს, რისი საშუალებაც ხაზინაშია”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში.

იგი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შეუსრულებლობის ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში კონტრებანდას ასახელებს. პრეზიდენტის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კონტრაბანდული ტვირთის ბრუნვა შეწყდეს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის სსფ-ს ყველა რეკომენდაცია შეასრულოს და ასევე აცხადებს, რომ ფონდი საქართველოდან წასვლას არ აპირებს.

სსფ-ს მისია თბილისში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შედეგადაც შეიმუშავა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ბიუჯეტის სეკვესტრი 95,5 მლნ ლარით უნდა მოხდეს.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
სსფ-ის მისიამ მთავრობა რთული არჩევნის წინაშე დააყენა

Back to top button