ახალი ამბები

ბურჯანაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მეორედ აირჩიეს

(თბილისი, 9 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მეორედ აირჩიეს.

ნინო ბურჯანაძე ოფიციალური ვიზიტით როტერდამში იმყოფება, სადაც იგი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სხდომას ესწრება.

ვიზიტი 5 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button