
ახალი ამბები
შევარდნაძეს ინტელიგენციის ერთიანობის იმედი აქვს
(თბილისი, 7 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ არ მოხდება ინტელიგენციის გახლეჩა და შესაძლებელი გახდება ერთობლივი პოზიის შენარჩუნება.
“ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ განიცადა ასეთი რამ და უკვე კარგად ვიცით, თუ რა შედეგებით სრულდება ყოველთვის. ინტელიგენციის მიერ ნათქვამი თითოეულ სიტყვა შეიძლება გასროლილ ტყვიაზე მეტი იყოს, ამის გამო საჭიროა დაფიქრება”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ 7 ივლისის რადიოინტერვიუში.
მისი თქმით, საზოგადოებაში დიდ როლს თამაშობს ინტელიგენცია და მათ ქმედებაზე ბევრია დამოკიდებული.