ახალი ამბები

საქართველოში სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიები იწყება

16 ივნისს, სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის წარმომადგენლებმა სამოქალაქო ჩართულობის გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია მოაწყვეს. გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლები მნიშვნელოვან კამპანიებს განახორციელებენ მომავალი ორი წლის განმავლობაში.

2003 წლის იანვარში სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის წარმომადგენლებმა სამოქალაქო ჩართულობის გრანტების კონკურსი გამოაცხადეს. კონკურში მონაწილეობა შეეძლო საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან და მას მედიასთან კოალიციებში წარდგენილი პროექტების მეშვეობით.  

საბოლოოდ, წარდგენილი საინტერესო პროექტებიდან შესარჩევმა კომისიამ, გამარჯვებული 9 კოალიციაში გაერთიანებული  37 სამოქალაქო ორგანიზაცია და მათი პორექტები გამოაქვეყნა. ამ კოალიციების მიერ წარდგენილი სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიები უზრუნველყოფენ მოქალაქეთა ინტერესების ეფექტურ დაცვას, რაც თავის მხრივ მოიცავს მოქალაქეთა ჩართვას საკუთარი უფლებების დასაცავად.

პრეზენტაციაზე, გადავარჩინოთ ბავშვების ფედერაციის წარმომადგენელმა ჩარლი კაფტენმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივებს. “ეს თქვენი შანსია [ეროვნული სამოქალაქო ორგანიზაციების], მოახდინოთ სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლება მათი უფლებების დასაცავად”-განაცხადა ჩარლი კაფტენმა.
 
პროექტების განხორციელების პერიოდში სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიები მრავალ მნიშვნელოვან სფეროს შეეხება: განათლება, არჩევნები, ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსების დანერგვა, სოციალური ინტერესების დაცვა, სოციალურად დაუცველი ფენების მხარდაჭერა, წყლით მომარაგების სისტემის გაუმჯობესება.

ქვემოთ მოყვანიალია გამარჯვებული პროექტებისა და ამ პროექტების განმახორციელებელი სამოქალაქო ორგანიზაციათა კოალიციების მოკლე მიმოხილვა:

პროექტი “ავაშენოთ ჩვენი სკოლა” მიზნად ისახავს დემოკრატიული ფასეულობებისა და მმართველობის პრინციპების დამკვიდრებას საშუალო განათლების სისტემაში, აგრეთვე თბილისის სკოლების დეცენტრალიზაციას და მათ ავტონომიურ ერთეულებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო ორგანიზაციათა კოალიცია: სამართლებრივი განათლების ასოციაცია (წამყვანი ორგანიზაცია), თავისუფლების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ბაღდადის, ყვარლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო ქართლის რაიონების საკრებულოთა ასოციაციები. პროექტის მსვლელობისას კოალიცია ითანამშრომლებს თბილისის საკრებულოსთან, მერიასა და განათლების სამინისტროსთან.

პროექტი “ინფორმირებული არჩევანი”, საქართველოსათვის მომავალ ორ მნიშვნელოვან არჩევნებს ეხება. პროექტის მიზანია საჯარო სატელევიზიო დებატების მოწყობა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პლატფორმების წარმოსაჩენად. ამ პროექტს ახორციელებს სამოქალაქო ორგანიზაცია პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის (წამყვანი ორგანიზაცია), კოალიციის სხვა წევრებთან ერთად: გეოპოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ინოვაციუირი ტექნოლოგიების ასოციაცია. 

პროექტს “სამზიარი”, ახორციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი” (წამყვანი ორგანიზაცია), სამართლებრივი ინფორმაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონალური ცენტრი და მოქალაქეთა ინტერესების დამცველთა კავშირი. პროექტის მიზანია სამოქალაქო ინტერესების დაცვა აჭარაში და მოქალაქეთა საკუთარი უფლებების ცოდნის დონის ამაღლება საქართველოს ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსებებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისათვის. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იურიდიული ინფორმაციის საჯარო გავრცელებას.

პროექტი “საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა ქუთაისში” მიზნად ისახავს ბიუჯეტის გამჭვირვალობასა და საფინანსო წლის ხარჯების მონიტორინგს ქუთაისში. პროექტს ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (წამყვანი ორგანიზაცია), დემოკრატიული ინოვაციების ცენტრთან და იმერეთის რეგიონის ანტი-კორუფციული და მომხმარებლების უფლებების დამცავ ასოციაცია “საჩინოსთან” ერთად.

პროექტს “ძალა უძალოთა” ახორციელებს ჩივიტას Gეორგიცა, (წამყვანი ორგანიზაცია), თავისუფლებისა და დემოკრატიის საზოგადოებრივი ცენტრი, ლანჩხუთის საკრებულოთა ასოციაცია და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიის განხორციელებას მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენების კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისათვის. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება დაუცველი მოქალაქეების საზოგადოებრივი კომიტეტი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება პენსიებისა და ერთჯერადი დახმარებების განაწილების, გაცემისა და მონიტორინგის პროცესში.

პროექტი “მმართველობის გაუმჯობესების კამპანია სოციალური დაცვის სფეროში”, მიზნად ისახავს თბილისის მაცხოვრებელთა გააქტიურებას სოციალური უსაფრთხოების სფეროში და მათ მონაწილეობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღებაში. პროექტით გათვალისწინებულია იმ ცვლილებების ლობირება, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალეთა ჩართულობას სოციალური პროგრამების მონიტორინგში. პროექტს ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (წამყვანი ორგანიზაცია), საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტი და სამოქალაქო განათლების ახალგაზრდული ცენტრი.

პროექტ “განათლების სისიტემის დამოკრატიზაციისა და ფინანსური გამჭვირვალეობის” განმახორციელებელი კოალიციის წევრები მიზნად ისახავენ თბილისის სკოლების დაფინანსების გონივრული სისტემის ჩამოყალიბებასა და დანერგვას. მომდევნო ეტაპზე კი ამავე მოდელის დანერგვასა და ხელშეწყობას საქართველოს სხვა ქალაქებში. პროექტის განმახორციელებელი კოალიციის წევრები არიან: განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მმართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (წამყვანი ორგანიზაცია), ასოციაცია “სკოლა, ოჯახი და საზოგადოება”, მასწავლებელთა პროფკავშირი “სოლიდარობა”, საქართველოს მასწავლებელთა პროფკავშირი, რუსთავის მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია, განათლების სისტემის განვითარების კახეთის რეგიონალური ცენტრი, ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური განათლების ცენტრი “ერთობა”.

პროექტს “ქალაქი იღვიძებს” ახორციელებს ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი (წამყვანი ორგანიზაცია), ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, ბიუჯეტის კვლევის ცენტრი, გურიის ბავშვთა ჯანმრთელობის ასოციაცია “ბავშვი ჩვენი მომავალია” და საქართველოს დემოკრატიული განვითარების ცენტრი. პროექტი მიზნას ისახავს ოზურგეთის მოსახლეობისა და მუნიცეპალიტეტის “გამოღვიძებას” და ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას წყლის მომარაგების სისტემის შესაკეთებლად.

პროექტი “მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების რეალიზაცია” მიზნად ისახავს სიღნაღის რაიონში საარჩევნო საკითხებში მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებასა და არჩევნების მონიტორინგს. პროექტი ითვალისწინებს ინტენსიურ საზოგადოებრივ კამპანიას სიღნაღის რაიონში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის. პროექტის განმახორციელებელი კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (წამყვანი ორგანიზაცია), სიღნაღის საინფორმაციო ცენტრი, სათემო ორგანიზაცია “სიღნაღელები” და ასოციაცია “დინამიური ფსიქოლოგია დემოკრატიისა და განვითარებისათვის”.

მსგავსი/Related

Back to top button