
გელა ბეჟუაშვილი აშშ-ში სასწავლებლად მიემგზავრება
(თბილისი, 1 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თავდაცვის მინისტრის მოადგილე გელა ბეჟუაშვილი აშშ-ში სასწავლებლად მიემგზავრება. იგი ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის მმართველობის უმაღლეს სკოლაში ისწავლის.
თავდაცვის სამინისტროში გელა ბეჟუაშვილი თავისი ძირითადი საქმიანობის გარდა, რომელიც სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებს შეეხებოდა, კურირებდა მასმედიასთან კავშირებსაც, რომელთანაც მას კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა.
30 ივნისს ქართველ ჟურნალისტებთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე სასტუმრო “მარიოტში” პრესის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ბეჟუაშვილს აქტიური თანამშრომლობის გამო და იმედი გამოთქვეს, რომ პიროვნება, რომელიც მას შეცვლის, ასევე ღია და ხელმისაწვდომი იქნება ჟურნალისტებისთვის.
გელა ბეჟუაშვილი სამოქალაქო პირია და ბოლო ორი წლის განმავლობაში თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. თავდაცვის უწყებაში იგი საგარეო საქმეთა სამინისტროდან გადავიდა.