
ახალი ამბები
შევარდნაძე 3-4 ივლისს სუუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
(თბილისი, 30 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – 3 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იალტაში მიემგზავრება, სადაც 3-4 ივლისს სუუამ-ის წევრი ქვეყნების მეთაურთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამ ვიზიტს შევარდნაძე მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველო სამიტზე განსაკუთრებული ყურადღების ცანტრში იქნება, ვინაიდან შეხვედრეზე საქართველო ერთ-ერთი თავმჯდომარე ქვეყნის ფუნქციას შეასრულებს. “ამ სამიტისთვის მომზადებულია განსაკუთრებული მოხსენებაც, რომელსაც პირადად წარვადგენ”, – განაცხადა შევარდნაძემ. მისი თქმით, შეხვედრის დროს განიხილება სუუამ-ის ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნისა და ანტიკორუფციული პროგრამების რეალიზაციის საკითხები. სამიტს არ დაესწრებიან აზერბაიჯანისა და უზბეკეთის პრეზიდენტები.