ახალი ამბები

ახმეტის რაიონს ელექტორენერგიით ახალი ჰიდროელექტროსადგური მოამარაგებს

(თბილისი, 27 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ახმეტის რაიონში დასრულდა ახალი ჰიდროელექტროსადგურის პირველი აგრეგატის მშენებლობა.

მისი ექსპლუატაციაში გაშვება მომავალ კვირას მოხდება. აგრეგატი 12 მგვტ-ი სიმიძლავრის ენექტროენერგიას გამოიმუშავებს.
 
ახალი სადგურის მშენებლობას ჩინური ენერგოკომპანია აწარმოებს. სამშენებლო სამუშაოებისთვის 27 მლნ დოლარია გამოყოფილი. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს.
 
მთლიანად ახალი სადგურის მშენებლობა სექტემბრის თვეში დასრულდება და 24 მგვტ-ი სიმძლავრის ენერგიას გამოიმუშავებს. სადგურის მშენებლობა ორი წლის წინ საქართველოსა და ჩინეთის ენერგოსექტორის წარმომადგენლების შეთანხმების შედეგად დაიწყო.

Back to top button