
ჯორბენაძის წერილი ბურჯანაძისადმი
(თბილისი, 23 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო მინისტრმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს წერილით მიმართა, სადაც ავთანდილ ჯორბენაძე იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი რიგგარეშე სხდომის მოწვევას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილავს შეძლებს.
ჯორბენაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საგადასახადო კანონმდებლობის საკითხის განხილავს და ფულის გათეთრების შესახებ კანონის მიღებას.
“ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი უზრუნველყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და საჭირო კანონპროექტების მიღებას”, – ნათქვამია ნინო ბურჯანაძისადმი მიწერილ წერილში.
ავთანდილ ჯორბენაძის მიერ წერილის მიწერა, ძირითადად, სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ჯეროენ კრემერის წერილმა განაპირობა, რომელიც იმედოვნებს, რომ საქართველო ყველა ვალდებულებას შეასრულებს, რაც ფონდის წინაშე აქვს აღებული.