ახალი ამბები

შევარდნაძე მზადყოფნას გამოთქვამს ტერორიზმის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობისთვის

(თბილისი, 23 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველო მზად არის ითანამშრომლოს რუსეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, – განაცხადა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 20 ივნისის პრსსკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.

“პუტინმა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა რამდენიმე ტერორისტის დაპატიმრებისა და მათთვის გადაცემისათვის. პუტინმა შესანიშვანად იცის, თუ რა სირთულეებთან გვქონდა საქმე. ამ მხრივ, სამწუხაროდ, რუსეთში სიტაუცია უფრო რთულადაა, ამის გამო მზად ვართ ვითანამშრომლოთ”, – განაცხადა შევარდნაძემ.

იგი ასევე დარწმუნებულია, რომ ერთობლივად მოხდება აფხაზეთის საკითხის მოგვარება სოჭში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

Back to top button