ახალი ამბები

საქართველო მზად არის კონტრაბანდასთან საბრძოლველად, – აცხადებს შევარდნაძე

(თბილისი, 23 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველო მზად არის კონტრაბანდის წინააღმდეგ პროექტების განხორციელებისათვის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს ელჩთან რიჩარდ მაილსთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შემუშავებულია პროექტი კონტრაბანდის აღსაკვეთად. პირველ ეტაპზე ეს ნავთობპროდუქტების კონტრაბანდას ეხება.

“ჩვენი გაანგარიშებით მარტო ამ მხრივ ბიუჯეტს 160-170 მლნ დოლარი აკლდება ყოველწლიურად. ეს უკვე რეზერვია და ამით საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვა შეგვიძლია”, – აცხადებს შევარდნაძე.

იგი ასევე დადებითად აფასებს სიღარიბის დაძლევის პროექტს. მისი თქმით, პროექტი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, რასაც მისი საგანგებო მიმართვაც დაერთვება მოსახლეობის მიმართ. იგი დარწმუნებულია, რომ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან შეღავათს გაუწევს მოსახლეობას.

Back to top button