skip to content
ახალი ამბები

პუტინი საქართველოდან რუსეთზე თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვს

(თბილისი, 20 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შეკითხვაზე თუ რა უნდა ქნას საქართველომ რათა შემცირდეს რუსეთთან დაძაბულობა, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა:

“პასუხი ძალიან მარტივია: უნდა შეწყდეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთზე თავდასხმები,” განაცხადა პუტიმა და მიანიშნა იმ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე ჩეჩენი მეომრები ახერხებდნენ შეღწევას.

“საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის პანკისში არსებული დესტრუქციული დაჯგუფებების გასანადგურებლად რუსეთი მზად არის საქართველოს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს. იქნება ეს ფინანსური თუ ადმინისტრაციული. თუ გნებავთ ჩვენი სპეცსამსახურები, თავდაცვის სამინისტროს ძალები უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას ერთობლივ ოპერაციებში. ჩვენ ამაზეც კი მზად ვართ” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, პუტინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას იმ ღონისძიებების გატარებისთვის, რომელიც “ბანდფორმირებების განადგურებას” ისახავს მიზნად და იმ პირების ექსტრადიციისთვის, რომლებიც მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქებაში არინ ეჭვმიტანილები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button