ახალი ამბები

ნადარეიშვილი და კვიციანი კოდორში გაეროს დამკვირვებელთა გატაცებას ერთმანეთს აბრალებენ

(თბილისი, 20 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელმა თამაზ ნადარეიშვილმა პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი გაეროს დამკვირვებელთა გატაცების თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.  

ნადარეიშვილის თქმით, კვიციანი კოდორის ხეობაში წინა გატაცებებშიც მონაწილეობდა. მისი თქმით, გამოსასყიდიც იქნა გადახდილი ყველა წინა შემთხვევის დროს.

“რუსთავის-2”-ის პირდაპირ ეთერში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კვიციანი აღრიცხვაზე იმყოფებოდა ძარცვისა და ხულიგნობისთვის და გააყალბა თავისი განათლების დოკუმენტები თავდაცვის სისტემაში მუშაობის დაწყებისას.

კვიციანთან კომენტარის გაკეთება შეუძლებელი გახდა, რადგანაც იგი გუშინ კოდორის ხეობაში გაემგზავრა ეროვნული გვარდიის ახალგაწვრთნილ შენაერთთან ერთად. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნადარეიშვილი თვითონ იყო ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში.

კვიციანი და ნადარეიშვილი დიდი ხანია ერთმანეთს უპირისპირდებიან და მათი წინააღმდეგობები უფრო გამოიკვეთა კოდორში გაეროს დამკვირვებელთა გატაცების შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button