ახალი ამბები

საარჩევნო კოდექსის მიღების შემდეგ ეუთო მის ექსპერტიზას მოახდენს

(თბილისი, 18 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტის და ადამიანის უფლებების დაცვის ბიუროს დელეგაცია დღეს პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საუბარი წინასაარჩევნო სამზადისს შეეხო.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ქრისტიან შტროფალდმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მან იმედი გამოთქვა, რომ ახალ საარჩევნო კოდექსში ამოღებული იქნება ყველა ხარვეზი, რაც ძველ კოდექსში არსებობდა. პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსის მიღების შემდეგ ეუთო საარჩევნო კანონის ექსპერტიზას მოახდენს.

ეუთო-ს დელეგაცია ამჟამად განიხილავს საკითხს, თუ რა რაოდენობის დამკვირვებელები ეყოლება ორგანიზაციას საქართველოში არჩევნების პერიოდში. 19 ივნისს ეუთო-ს დელეგაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერებს შეხვდება.

Back to top button