
ახალი ამბები
დეპუტატები ეუთო-ს დელეგაციას არ შეხვდნენ
(თბილისი, 18 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტის და ადამიანის უფლებების დაცვის ბიუროს დელეგაციას დღეს პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელები არ შეხვდენენ, რის გამოც დელეგეციამ პარლამენტი ნახევარ სათში დატოვა.
“უხერხულია, როცა ასეთი მაღალი რანგის დელეგაცია მოდის პარლამენტში და თქვენთან შეხვედრა სურდა, თითქოს მოუცლელობის გამო კი ვერ მოახერხეთ შეხვედრა”, – განაცხადა ამ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ამის მიუხედავად ეუთო-ს დელეგაცია მომავალშიც მზად არის შეხვდეს საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს.