
ახალი ამბები
ბურჯანაძეს 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გადაუწყვეტია
(თბილისი, 16 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა 2005 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
“მაშინ, როცა მოსაგვარებელია აფხაზეთის საკითხი და საერთოდ ამდენი პრობლემაა რთულია საკუთარ თავზე აიღო ამხელა პასუხისმგებლობა” – ასეთი კომენტარი გააკეთა დღეს ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ წინადადებაზე მასთან მიმართებაში.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არც ედუარდ შევარდნაძე არ აპირებს და აცხადებს, რომ 2005 წლიდან ჩამოსცილდება პოლიტიკურ ცხოვრებას. პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე რეკომენდაცია პარლემენტის თვამჯდომარეს გაუწია და განაცხადა, რომ იგი კარგი პოლიტიკოსია.