ახალი ამბები

დაკითხეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები

(თბილისი, 12 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – მთაწმინდა-კრწანისის პროკურატურამ დღეს “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია დაკითხა 3 ივნისს პარლამენტის შენობის წინ ჩატარებული საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.

“ახლაც ვაცხადებ, რომ ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი და მომავალშიც ვიქნები. მზად ვარ კვლავ გავმართო საპროტესტო აქციები კონსტიტუციის და ხალხის უფლებების დაცვის მიზნით”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ ჩვენების მიცემის შემდეგ.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ 3 ივნისს აქცია უკანონოდ ჩატარდა. 11 ივნისს ასევე დაიკითხა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძეც, რომელიც ასევე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button