
ახალი ამბები
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას კასპში ერაყელი ლტოლვილების ჩასვლის თაობაზე
(თბილისი, 26 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არ გააჩნია ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ერაყელი ლტოლვილების შემოსვლასთან დაკავშირებით და ინფორმაცია ამის თაობაზე უსაფუძვლოდ მიაჩნია, – განუცხადა დღეს “სივილ ჯორჯიას” ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გაიოზ ნოზაძემ.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “აღორძინების” ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით კასპის რაიონში შესულია ერაყელ ლტოლვილთა ჯგუფი, რომელთა უმრავლესობა ქალები და ბავშვებია, და მოითხოვა, რომ შესაბამისმა უწყებებმა პარლამენტს ინფორმაცია მიაწოდონ ამასთან დაკავშირებით.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
შევარდნაძე ერაყელი ლტოლვილების შემოსვლას არ ელის
გამორიცხული არ არის საქართველოში ერაყელი ლტოლვილების შემოსვლა