
ახალი ამბები
ახალი მოძრაობა “აბრეშუმი გზა” შევარდნაძეს დაუჭერს მხარს
(თბილისი, 20 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა “აბრეშუმის გზის” დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ რკინიგზის დეპარტემანტის თავმჯდომარე აკაკი ჩხაიძე აირჩიეს.
მოძრაობის ძირითადი მიმართულება საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკის მხარდაჭერა იქნება.
“მოძრაობა სერიოზულად იზრუნებს, რომ მომავალში ჩვენი დეპუტატები ვიყოლიოთ პარლამენტში, ამისათვის ჩვენ სერიოზულ ბრძოლას ვაპირებთ”, – განაცხადა აკაკი ჩხაიძემ.
დამფუძნებელი ყრილობა დღეს რკინიგზელთა სახლში გაიმართა მას ბევრ სხვა პოლიტიკოსტთან ერთად ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც.