
პარლამენტი ჩიხიდან გამოსვლას ცდილობს
(თბილისი, 18 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტი ჯერ კიდევ ვერ შეუდგა მინიმალური ხელფასებისა და ქართულ-ამერიკული სამხედრო ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხების განხილვას, მიუხედავად იმისა რომ დეპუტატთა ჯგუფის თხოვნით პრეზიდენტმა შევარდნაძემ 18 მარტისთვის პარლამენტის საგანგებო სხდომა მოიწვია.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ მოტივით, რომ პარლამენტის საგანგებო სხდომა უკანონოდ იქნა დანიშნული.
პრეზიდენტი შევარდნაძე ცდილობს თავი აარიდოს პარლამენტის მიერ 28 თებერვალს დამტკიცებული მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმამდე გაზრდის კანონპროექტის მიმართ ვეტოს უფლების გამოყენებას.
ამის ნაცვლად შევარდნაძემ პარლანმენტის საგანგებო სხდომა მოიწვია, და ამ სახით ცდილობს პარლამენტის ხელითვე მოახდინოს კანონრპოიექტის ბლოკირება, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.
ამჯამად საპარლამენტო ფრაქციები აგრძელებენ კონსულტაციებს შესაძლო კომპრომისებთან დაკავშირებით, რომ პარლამენტმა ჩიხიდან გამოსვლა და მუშაობის გაგრძელება შეძლოს.
გასულ კვირას საპარლამენტოი სხდომებზე მიმდინარე ცხარე დისკუსიების გამო საკანონმდებლო ორგანომ ვერ მოახერხა საქართველო-აშშ-ის სამხედრო ხელშეკრულების რატიფიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტართა უმრავლესობა ამ ხელშეკრულების რატიფიკაციის მომხრეა.