ახალი ამბები

პარლამენტი მინიმალური ხელფასების შესახებ კანონის მიღების კანონიერებაზე მსჯელობს

(თბილისი, 13 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ როსტომ დოლიძემ დეპუტატებს წარუდგინა ინფორმაცია მინიმალური ხელფასების გაზრდის თაობაზე კანონის მიღების არამართებულობის შესახებ, რომელიც პარლამენტმა 28 თებერვალს დაამტკიცა.

კომიტეტმა 7 მარტის სხდომაზე დაასკვნა, რომ “გაერთიანებული დემოკრატების” მიერ წარდგენილი კანონპროექტი მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმთან გათანაბრების თაობაზე” საპროცედურო დარღვევებით იქნა მიღებული, რის გამოც უნდა ჩატარდეს განმეორებითი კენჭისყრა.

პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციები საპროცედურო კომიტეტის დასკვნის დამტკიცების წინააღმდეგი გამოდიან. ხელისუფლება და სახელისუფლებო ფრაქციები ამ კანონის ძალაში შესვლის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან ისინი თვლიან, რომ კანონის რეალიზაცია ინფლაციას და სხვა ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს.

კენჭისყრას ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი დღეს აპირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button