ახალი ამბები

გაერთიანებული დემოკრატები მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით კომპრომისისთვის მზად არიან

(თბილისი, 12 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია მინიმალური ხელფასის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას კონსულტაციებისაკენ მოუწოდებს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟვანიამ განაცხადა, რომ მას კარგად ესმის იმ კანონის შესრულება, რომელიც პარლამენტმა 28 თებერვალს მიიღო და რომელიც მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს, არსებული საბიუჯეტო პრობლემების პირობებში ხელისუფლებას გაუჭირდება.

“ამიტომ ჩვენ კომპრომისისთვის მზად ვართ. ჩვენ ხელფასის ნაბიჯ-ნაბიჯ გაზრდის მომხრენიც ვართ, ოღონდ ეს ყველაფერი კონსულტაიებს საჭიროებს, რაზეც ხელისუფლება უარს არცხადებს,” განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button