ახალი ამბები

ხელფასების გაზრდის საკითხი პარლამენტში კვლავ დავის საგნად რჩება

(თბილისი, 12 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საპარლამენტო ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარემ გია ბარამიძემ 12 მარტის სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ფრაქცია შეგნებულად არ გადის რეგისტრაციას, რათა არ მოხდეს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის დასკვნის განხილვა სახელფასო მინიმუმის 115 ლარამდე გაზრდის შესახებ უკვე დამტკიცებული კანონის არამართებულობაზე.

ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” წევრები საპროცედურო კომიტეტის დასკვნის წინააღმდეგნი არიან, რომლის მიხედვით, აღნიშნული კანონი პარლამენტის მიერ დარღვევით იქნა მიღებული.

დეპუტატების ერთი ნაწილი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც საკითხის გადადებას, კონსულტაციების გამართვას და 13 მარტს დაგეგმილ სხდომაზე განხილვას მოითხოვდა.

Back to top button