ახალი ამბები

ევროკავშირის დელეგაციამ კავკასიის სამ სახელმწიფოში ვიზიტი გადადო

(თბილისი, 11 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ და საბერძნეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა გადადეს აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში ვიზიტი, რომელიც 10-11 მარტს იყო დაგეგმილი.

როგორც საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა “ფრანს-პრესს” განუცხადა, ვიზიტის გადადება გამოწვეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ჯანმრთელობის მდგომარეობით. იგი სარეაბილიტაციო კურს გადის აშშ-ში ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button