skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი თავისუფალი ეკონომიკური ზონების წინააღმდეგია

(თბილისი, 11 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 10 მარტის ბრიფინგზე სახელმწიფო კანცელარიაში განაცხადა, რომ დაუშვებელია აჭარაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა.

“აღორძინების” ფრაქციამ პარლამენტს ბათუმსა და ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის კანონპროექტი წარუდგინა.

“ჩვენ ჯერ ვერ მოვაგვარეთ აჭარის მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახადების გადახდის პრობლემა. ძნელი წარმოსადგენია, რა მოხდება თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შემთხვევაში”, – განაცხადა შევარდნაძემ.

აჭარის ხელმძღვანელობა და დეპუტაცია ჯერ კიდევ 1997 წელს ცდილობდა კანონპროექტის გატანას თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ, მაგრამ მაშინ ვერ შეძლეს პარლამენტის დარწმუნება ამის აუცილებლობაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button