
შევარდნაძე არ იცვლის პოზიციას მინიმალურ ხელფასებთან მიმარტებაში
(თბილისი, 10 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი კვლავ საკუთარ პოზიციაზე რჩება სახელფასო განკვეთის 115 ლარამდე გაზრის საკითხთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ამ პროექტის განხორციელება ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს.
“პოლიტიკური მიზნით ასეთი პროექტების განხორციელება, ძალადობრივი გზით, ეკონომიკაზე ცუდად იმოქმედებს”, – განაცხადა შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში.
მისი თქმით, ეს სახელფასო განაკვეთის გაზრდა უნდა მოხდეს ეკონომიკის ზრდის პარალელურად, ეს პროექტი, კი სამინისტროების და სხვა უწყებების შემცირებას და ამის ხარჯზე ხელფასების ზრდას ითვალისწინებს. ეს კი გამოიწვევს უმუშევარ ადამიანთა რიცხვის გაზრდას”, – თქვა შევარდნაძემ.
იგი იმედოვნებს, რომ პარლამენტი შესაბამის შეფასებას მისცემს აღნიშნულ საკითხს და მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება მის განხილვას.