ახალი ამბები

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ჰააგის სასამართლოს პროცედურებს ეცნობა

(თბილისი, 8 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი პაატა დავითაია დღეს ჰააგაში სამხედრო დანაშაულებათა საერთაშორისო ტრიბუნალის წარმომადგენლებს ხვდება.

ჰააგაში ვიზიტისას იგი გაეცნობა სასამართლო პროცესების მიმდინარეობის პროცედურას. რის შემდეგაც ქართული მხარე წარადგენს მასალებს და დოკუმენტებს, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ გენოციდს ასახავს.

პაატა დავითაია გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა.

სასამართლო პროცედურის გაცნობის შემდეგ ჰააგაში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მეთაური თამაზ ნადარეიშვილი ჩავა. იგი იმედოვნებს, რომ ჰააგის სასამართლო სარჩელს განიხილავს და ობიექტურ შეფასებას მისცემს.

Back to top button