
ახალი ამბები
თბილისში უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ “ბრძოლა” იწყება
(თბილისი, 6 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის მთავარი არქიტექტურის სამსახური დედაქალაქში რეიდების ჩატარებას იწყებს უკანონო მშენებლობების გამოსავლენად.
სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის გაცხადებით, სპეციალური ჯგუფი სისტემატურად აწარმოებს კონტროლს დედაქალაქში და უკანონოდ დაწყებული მშენებლობების გამოვლენის შემთხვევაში მეპატრონეზე საჯარიმო სანქცია გაიცემა.
შემოწმების შედეგად თბილისის სხვადასხვა უბანში 300-მდე უკანონო მშენებლობის ფაქტი გამოვლინდა.