
ახალი ამბები
აფხაზები მზად არიან საზღვრები დამოუკიდებლად აკონტროლონ
(თბილისი, 6 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სოხუმის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ “აფხაზეთის შეიარაღებული ძალები გაძლიერებეულ მზადყოფნაშია და ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან საზღვარი დამოუკიდებლად გავაკონტროლოთ რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შემთხვევაში”.
“იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთიდან გავლენ, ჩვენ მზად ვართ საკუთარი საგუშაგოები დავაყენოთ საზღვარზე. ამისათვის საკმარისი ძალა გაგვაჩნია”, – აცხადებს ხაჯიმბა.
4 მარტს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ აფხაზეთში განლაგებულმა რუსეთის სამშვიდობო ძალებმა აფხაზეთიდან გასვლის გეგმა შეიმუშავეს.