
შევარდნაძე დეპუტატებს აშშ-ის დახმარების მნიშვნელობაზე მიუთითებს
(თბილისი, 3 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ჩემთვის გაუგებარია ზოგიერთი პარლამენტარის დამოკიდებულება საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით. ნუთუ მათ არ ესმით ამ საკითხის მნიშვნელობა. ამერიკასთან, რომელმაც ამდენი დახმარება გაგვიწია და დღესაც აგრძელებს სამხედრო სფეროში ჩვენთან თანამშრომლობას და ფინანსურადაც გვეხმარება, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება”, – განაცხადა პრეზიდენტმა დღევანდელ რადიოინტერვიუში.
იგი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი დაუბრუნდება ამ საკითხს და საქართველოსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.
პარლამენტმა ამ საკითხის განხილვა 27 თებერვლის სხდომაზე დაიწყო, თუმცა ზოგიერთი დეპუტატის მოთხოვნით, გარკვეული ვადით გადადო. აშშ-ს და საქართველოს სამხედრო ტანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ამერიკული სამხედრო პერსონალისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ვიზების და პასპორტების გარეშე შემოსვლას და ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის დროს იარაღის ტარების ნებართვის მიცემას ითვალისწინებს.