
ახალი ამბები
პროკურატურამ აცხადებს, რომ შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია
(თბილისი, 26 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე უარყოფს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების მიზნით გარკვეულ პირთა ფარული შეკრების ფაქტს.
“გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ასეთ შეკრებას ადგილი არ ჰქონია. დაიკითხა ყველა პირი, ვინც ამ შეთქმულების შესახებ ინფორმაციას ფლობდა, თუმცა დაკითხვის შედეგად შეთქმულების მოწყობის დეტალები არ დადასტურდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს დღეს სახელმწიფო კანცელარიაში გამართული მთავრობის სხდომიდან გამოსულმა გენერალურმა პროკურორმა.
გენერალურ პორკურატურას შეთქმულების მოწყობის შესახებ საქმის გამოძიება 2 კვირის წინ თავად საქართველოს პრეზიდენტმა დაავალა.