ახალი ამბები

სამართალდამცავები კონტროლის გამკაცრებას აპირებენ

(თბილისი, 26 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესების გამო სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გაძლიერდება კონტროლი.

“სამართალდამცავები უკვე მუშაობენ გაძლიერებული რეჟიმით, რათა აღიკვეთოს კრიმინალების თარეში და სიტუაცია სტაბილური გახდეს”, – განაცხადა კომა ნარჩემაშვიმა დღეს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, შექმნილი ვითარების მიუხედავად შსს_ში და პოლიციაში რაიმე საკადრო ცვლილებების განხორციელება არ არის გათვალისწინებული.

მსგავსი/Related

Back to top button