ახალი ამბები

იუსაიდი 15 მილიონ დოლარს დამატებით გამოუყოფს საქართველოს

(თბილისი, 25 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო “იუსაიდი” თანახმაა დამატებით გამოუყოს საქართველოს 15 მლნ დოლარი, რათა არ მოხდეს 4 ელექტროსადგურის პრივატიზება. “გუმათჰესი”, “ლაჯანურჰესი”, “შაორჰესი” და “ძევრულჰესი” პრივატიზების ნუსხაშია შეტანილი. (ამ ჰესების პრივატიზება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება სატენდერო პირობების არარსებობის გამო).

“იუსაიდის” წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ სააგენტომ ფინანსური დახმარება აღუთქვა ქართულ მხარეს. 15 მლნ დოლარი ამ ჰესების რეაბილიტაციას მოხმარდება.

ამის გარდა, “იუსაიდმა” საქართველოში ენერგეტიკის დარგის განვითარების მიზნით 20 მლნ დოლარი გამოყო.

მსგავსი/Related

Back to top button