ახალი ამბები

მოლაპარაკებები “იტერა”-სთან მოწოდებული გაზის მოცულობის გაზრდის მიზნით

(თბილისი, 24 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო და “თბილგაზის” ხელმძღვანელები მოლაპარაკებას აწარმოებენ საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია “იტერას” ხელმძღვანელებთან საქართველოსთვის მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით.

“ბუნებრივი აირით თბილისის მთლიანად დასაკამყფილებლად, დაახლოებით, 2 მლნ კუბური მეტრი გაზია საწირო. ამჟამად ამინდის შეცვლის და აცივების გამო აირის მოხმარება გაიზარდა, რის გამოც ზოგიერთ უბნებში წნევა დაეცა. ამის გამო ვითხოვთ მოცულობის გაზრდას”, – აცნობა “სივილ ჯორჯიას” “თბილგაზის” ტექნიკურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელმა თენგიზ არშილავამ.

ამჟამად თბილისს 1 580 ათასი კუბური მეტრი აირი მოეწოდება. “იტერასთან” მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისას ეს რაოდენობა შეიძნება 2 მლნ-მდე გაიზარდოს.

მსგავსი/Related

Back to top button