ახალი ამბები

პრეზიდენტს სსფ-ის მისიის მხრიდან დადებითი შეფასების იმედი აქვს

(თბილისი, 24 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იმედოვნებს, რომ საქართველოში მყოფი სავალუტო ფონდის წარმომადგენლები დადებითად შეაფასებენ ქვეყნის ეკომომიკურ სფეროში მიმდინარე პროცესებს. მისი განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაკმყოფილდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვები და გაფართოვდეს თანამშრომლობა.

“გასულ კვირას საქართველოში მსოფლიო ბანკის დელეგაცია იმყოფებოდა, რომელმაც შეისწავლა ჩვენი საქმიანობა და დადებითად შეფასა. მსოფლიო ბანკი მზად არის ფინანსური დახმარება გაგვიწიოს სხვადასხვა დარგში. ასევე ვიმედოვნებ, რომ სავალუტო ფონდის მისიაც კეთილგანწყბოლი იქნება ჩვენს მიმართ”, – განაცხადა შევარდანაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში.

ედუარდ შევარდნაძე სსფ-ის მისიის წარმომადგენლებს 24 თებერვალს შეხვდება.

მსგავსი/Related

Back to top button