ახალი ამბები

შევარდნაძე პუტინს მარტის დასაწყისში შეხვდება

(თბილისი, 24 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე უახლოეს პერიოდში რესეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. შევარდნაძის თქმით, ამის შესახებ პუტინს სატელეფონო საუბრისას შეუთანხმდა.

“შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, კონკრეტულ საკითხებზე და პრობლემებზე გვექნება. განვიხილავთ ასევე აფხაზეთთან დაკავშირებულ პრობლემებსაც, მათ შორის სარკინიგზო მიმოსვლის და დევნილთა დაბრუნების საკითხების სიქრონულად მოგვარებისთვის გზების მოძიებაზე ვიმსჯელებთ”, – განაცხადა შევარდანძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში.

პრეზიდენტის თქმით, პარალელურად ენდა დაიწყოს მოლაპარაკებები ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის.

შევარდნაძისა და პუტინის შეხვედრა მარტის პირველ ნახევარში შედგება.

მსგავსი/Related

Back to top button