ახალი ამბები

თბილისის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტი დაიწუნა

(თბილისი, 21 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის საკრებულომ 2003 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი პირველივე მოსმენაზე ჩააგდო. საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა პროექტს კორუფციული უწოდა. 

მისი თქმით, პროექტში არ არის გათვალისწინებული ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წინადანება პენსიონერებისთვის პენსიების 3 ლარით გაზრდისა და სოციალურად დაუცველი ფენებისათვის წელიწადში სამჯერ უფასო სამედიცინო დახმარების გაწევის ხარჯები.

ამის გამო ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით კვლავ თბილისის მთავრობას დაუბრუნდა ხელახალი განხილვისათვის. მთავრობამ პროექტი საკრებულოს ორი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარემ ლევან გაჩეჩილაძემ მომდევნო სხდომაზე დედაქალაქის პრემიერის გია შერაძისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენება მოითხოვა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს კვლავ არ გაითვალისწინებს საკრებულოს შენიშვნებს.

მსგავსი/Related

Back to top button