ახალი ამბები

რთული მოლაპარაკებები მოსკოვში

(თბილისი, 20 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოსკოვში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილთან რუსული ბაზების თაობაზე გამართულ მოლაპარაკებებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ კოსოვანმა “ყველაზე რთული” უწოდა.

ირაკლი მენაღარიშვილი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა 18-19 თებერვალს.

მოსკოვში გამარტულ მოლაპარაკებებზე არანაირი პროგრესი არ იქნა მიღწეული ბატუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზებია გაყვანის ვადებთან დაკავშირებით. რუსული მხარე კვლავ ამტკიცებს, რომ მას საამისოდ 11 წელი ესაჭიროება, მაშინ როცა ქართული მხარია მტკიცებით, 3 წელი სავსებით საკმარისია.

ქართული მხარე ასევე ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის მიერ გუდაუთიდან თავისი სამხედრო ბაზის გაყვანის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. საქართველოს ხელისუფლება გუდაუთაში საერთაშორისო ინსპექტირებას მოითხოვს.

ეუთო-ს ფარგლებში მიღწეული 1999 წლის სტამბულის შეთანხმების მიხედვით რუსეთმა გაიყვანა თავისი ბაზა ვაზიანიდან და ამტკიცებს, რომ იგივე გააკეთა გუდაუთაშიც.

იმავე შეთანხმების მიხედვით, 2000 წლის მანძილზე საქართველოსა და რუსეთს უნდა შეეთანხმებინათ ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების ფუნქციონირების ვადები და პირობები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროების კომუნიკაციების საშუალებების საკითხი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button