ახალი ამბები

ნადარეიშვილის ინიციატივას შევარდნაძე დადებითად აფასებს

(თბილისი, 18 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დადებითად აფასებს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელის თამაზ ნადარეიშვილის ინიციატივას ჰააგის სასამართლოში აფხაზეთის ომის დროს ქართვული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის ამსახველი დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით.

შევარდნაძის თქმით, ამ ქმედებას სათანადო შეფასება უნდა მიეცეს. “მჯერა, რომ ჰააგის სასამართლო ამ სარჩელს მიიღებს და შესაფერის დადგენილებასაც გამოიტანს”, – აცხადებს პრეზიდენტი.

უკვე არსებობს 200 გვერდიანი მასალა, სადაც ასახულია 1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები.

ამავდროულად, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მზად არის მოლაპარაკება დაიწყოს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. “ჩვენ უნდა შევძლოთ აფხაზურ მხარესთან ურთიერთობის აღდგენა და პრობლების ერთობლივად მოგვარება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი/Related

Back to top button