ახალი ამბები

განახლდა მოლაპარაკებები რუსულ ბაზებთან დაკავშირებით

(თბილისი, 18 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 17-18 თებერვალს ექსპერტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროდან მოლაპარაკებებს მართავენ თავიანთ რუს კოლეგებთან მოსკოვში საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით.

ამ მოლაპარაკებებზე ძირითადად განიხილავენ რუსული ბაზების მიერ მიწით სარგებლობისათვის იჯარის გადახდის საკითხებს.

19 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მოსკოვში თავის რუს კოლეგას იგორ ივანოვსა და რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. მოლაპარაკებებზე ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული ბაზების გაყვანის საკითხებს განიხილავენ.

ქართული მხარე მოითხოვს, რომ ბაზები 3 წლის განმავლობაში იქნას გაყვანილი, იმ დროს როცა რუსეთი ამტკიცებს, რომ საამისოდ 11 წელი დასჭირდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button