ახალი ამბები

შევარდნაძე პოლიტიკურ ძალებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 17 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “მიშა [სააკაშვილი] შენ თუ მზად ხარ პრეზიდენტობისთვის და შეგიძლია ქვეყნის მართებულად მართვა და ჩემი წასვლით დანარჩენბიც წავლენ, მაში დღესვე გადავდგებოდი, შენს უკან მთელი საქართველო რომ არ იდგეს, რის გამოც თავს ვიკავებ” – ასეთი პასუხი გასცა საქართველოს პრეზიდენტმა 15 თებერვალს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს, როცა მან 14 თებერვალს მათვრობის სხდომის პირველ დღეს საქართველოს პრეზიდენტისგან თანამდებობის დატოვება ითხოვა.

“ვიცი რომ ბევრს სურს ჩემი ადგილი, მაგრამ გირჩევთ, რომ ქვეყანაში შექმნათ ისეთი ძალა, რომელიც ხალხის ნდობას მოიპოვებს” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა დაელოდონ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს და ბრძოლის ნაცვლად იზრუნონ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე.

“ასეთ შემთხვევაში მჯერა, რომ ხვალინდელი დღე ბედნიერი იქნება” – ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა პრეზიდენტმა. 

თავის გამისვლაში ედუარდ შევარდნაძემ ასევე დადებითი შეფასება მისცა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ მოვლენებს. ბიუჯეტთან მიმართებაში და ახალი პროექტების განხორციელებაში. კერძოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის ტერმინალის პროექტებთან მიმართებაში. 

მსგავსი/Related

Back to top button