ახალი ამბები

პრეზიდენტი პანკისში ვითარების გამწვავებას არ გამორიცხავს

(თბილისი, 17 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე არ გამორიცხავს პანკისის ხეიბაში სიტუაციის გართულებას. მისი განცხადებით, მართალია ამჟამად იქ სიტუაცია სტაბილურია, მაგრამ საშიშროება არსებობს. ამის გამო მან სიფრთხილისაკენ მოუწოდა სამართალდამცავებს.

“მე არ ვამბობ, რომ საშიშროება ჩეჩნებისგან მომდინარეობს. დადებითად ვაფასებ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯს რამდენიმე წლის წინ, როცა ჩეჩენი ლტოლვილები საზღვარზე არ ჩავცხრილეთ და ჩვენთან მივიღეთ, ამან თავისი შედეგი გამოიღი და ახლა სამადლობელო წერილებს ვიღებთ ჩეჩენი ხალხის მხრიდან. როდის მორჩება რუსეთ-ჩეჩნების კონფლიქტი ჩემთვის უცნობია, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ეს ურთიერთობა ჩვენ შორის დარჩება. ჩვენ მათ ვაპატიეთ აფხაზეთში ომის დროს ჩადენილი ქმედებები” – განაცხადა შევარდნაძემ 15 თებერვალს სახელმწოიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის გაფართოებულ  სხდომაზე.

იგი ასევე შს-ს და უშიშროების სამინისტროების მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული ოპერაციას დადებითად აფასებს და მადლობას უხდის ამ ოპერაციაში მონაწილეებს.

მსგავსი/Related

Back to top button