ახალი ამბები

მოლაშვილმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა ცილისწამების მუხლით გადატრიალების თაობაზე ცნობების გავრცელებისთვის

(თბილისი, 15 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა გენერალურ პროკურორს ნუგზარ გაბრიჩიძეს თხოვა, რომ დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ცილცისმწმებლის კვალიფიკაციით იმ პირთა მიმართ, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს და მასში მონაწილეთა  ვინაობა დაასახელა.

“კატეგორიულად ვითხოვ დაჩქარდეს ამ კუთხით მუშაობა და დაიწყოს გამოძიება სიმართლის დასადგენად” – განაცხადა მოლაშვილმა დღეს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე.

შეთქუმლების მზადების შესახებ პირველად ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 4 თებერვალს განაცხადა. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ტელეკომპანია იუწყებოდა, რომ არაოფიციალურ ვითარებაში შეკრებილი რამოდენიმე უმაღლესი ოფიციალური პირი, მათ შორის სახელმწიფო მინისტრი ავთანდლი ჯორბენაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და მოქალაქეთა კავშირის ზოგიერთი ლიდერი გეგმავდნენ გადატრიალებას, რის შედეგადაც პრეზიდენტ შევარდნაძის ნაცვლად ხელისუფლების სათავეში ჯორბენაძე უნდა მოსულიყო.

ოპოზიციის ბევრმა ლიდერმაც დაადასტურა, რომ გადატრიალება მართლაც შესაძლებელი იყო. მათ საჯარო განცხადებები გააკეთეს ამის თაობაზე, რის გამოც პროკურატურამ უკვე დაკითხა რამდენიმე პირი, მათ შორის პარლამენტის დეპუტატებიც.

მსგავსი/Related

Back to top button