ახალი ამბები

ხაბურძანიას თქმით, პანკისში ტერორისტთა ჯგუფები აღარ არიან

(თბილისი, 15 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია უარყოფს ინფორმაციას ამჟამად პანკისის ხეობაში ტეროტისტთა ჯგუფის არსებობისა და მომწამლავი ნივთიერება რიცინის წარმოების შესახებ. ამის თაობაზე მან დღეს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პანკისის ხეობაში შს და უშიშროების სამინისტროების მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ არანაირი ტერორისტული დაჯგუფებები არ შეინიშნება.

“შეუძლებლად მიმაჩნია ხეობაში მომწამვლელი ნივთიერების დიდი რაოდენობით წარმოება, შესაძლოა, ხდებოდა მციერე ზომით გაყინული კონცენტრატების შეტანა, ახალა კი ესეც აღარ არსებობს”, – განაცხადა ხაბურძანიამ.
 
მისი თქმით, პანკისში ამჟამად სტაბილური ვითარებაა, თუმცა იქ არსებულ მდგომარეობას მინისტრი ჩეჩნეთში არსებულ სიტუაციას უკავშირებს.

მსგავსი/Related

Back to top button