ახალი ამბები

ენგურთან საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარავი აფეთქდა

(თბილისი, 15 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 13 თერბერვალს ენგურის ხიდთან დევნილთა საპროტესტო ქციის მონაწილეთა კარავი აფეთქდა. აფეთქება კარავში დამონტაჟებული საათის მექანიზმიანი ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანის შედეგად მოხდა.

აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა, რადგან აქციის მონაწილეები წინასწარ იყვნენ ევაკუირებულნი ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის შემდეგ.

საათის მექანიზმი დაყენებული იყო იმ დროისთვის, როცა კარავში აქციის ორგანიზატორთა საკოორდინაციო შეხვედრა იყო დაგეგმილი.

მსგავსი/Related

Back to top button