ახალი ამბები

გენერალური პროკურატურა შეთქმულების შესახებ საქმეს იძიებს

(თბილისი, 15 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოს განერალურ პროკურატურაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი დაიკითხება. იგი ჩვენებას მისცემს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულების მოწყობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. (საჯაროდ ამის შესახებ პირველად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა).

მიხეილ სააკაშვილი უკვე პროკურატურაში იმყოფება. წინა სამთავრობო სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ ამ საქმის გამოძიება პროკურატურას ორი კვირის ვადაში დაავალა.

პროკურატურამ უკვე დაკითხა პარლამენტის წევრები ელენე თევდორაძე, ზურებ ტყემელაძე და დავით გამყრელიძე. პროკურატურა ყველა იმ პირს დაკითხავს, რომლებსაც გარკვეული სახის  ინფორმაცია გააჩნდათ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების მზადების თაობაზე.

მსგავსი/Related

Back to top button